ევრომელანომის შესახებ

ევრომელანომა არსებობს იმისთვის, რომ გაავრცელოს და გაავრცელოს ინფორმაცია კანის კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ. ჩვენ გვხელმძღვანელობს ევროპელ დერმატოლოგთა ქსელი, რომელიც გულუხვად გვითმობს დროს. 

 

ჩვენი აქტივობები მიმართულია სამი საკვანძო აუდიტორიისთვის: მოსახლეობა, სამეცნიერო საზოგადოება და პოლიტიკოსები.

 

ევრომელანომის  ვებსაიტით (რომელსაც მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს) და საზოგადოებიზ ინფორმირების ყოველწლიური კამპანიის მეშვეობით ვავრცელებთ ინფორმაციას  კანის კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ. ამ აქტივობებს აგვირგვინებს „ევრომელანომის სკრინინგის დღე“.დღეისთვის 450 000 ადამიანმა გაიარა კანის უფასო გამოკვლევა.

 

დერმატოლოგებს და ჯანდაცვის ორგანოებს ჩვენ რეგულარულად ვუზიარებთ ცოდნასა  და პრაქტიკულ გამოცდილებას სამეცნიერო პუბლიკაციებით, კანის კიბოს მქონე პაციენტებზე ზრუნვის გასაუმჯობესებლად.

 

1999 წელსე ქვსი ბელგიელი დერმატოლოგის მიერ (T. Maselis, M. van Daele, C. Pirard, V. del Marmol, B. Richert და K. de Boulle) დაარსებული ევრომელანომა სწრაფად  გავრცელდა კონტინენტზე  და ამჟამად იგი აქტიურია 33 ქვეყანაშია.