რა უნდა ვიცოდეთ კანის კიბოს შესახებ

კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. იგი როგორც წესი ვითარდება მზის UV-სხივების ხანგრძლივი და გადაჭარბებული ზემოქმედების შედეგად კანზე. 

 

სიმსივნური დაზიანებები უპირატესად ვითარდებიან სხეულის იმ ნაწილებზე ,რომლებზეც უფრო ხშირია მზის UVA და UVB სხივების ზემოქმედება, როგორიცაა სახე, კისერი, ზურგი და კიდურები. ეს ძირითადად ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს, თუმცა შესაძლოა მათი განვითარება ნებისმიერ ასაკში.

 

კანის კიბოს ყველა ფორმის დიაგნოსტირების მაჩვენებელი მატულობს, თუმცა მიჩნეულია რომ არამელანომური კანის კიბოს ოფიციალუფი მონაცმები არ შეესაბამება რეალურ სურათს.

 

კანის კიბო ერთ-ერთია სიმსივნეებს შორის , რომელიც კარგად ემორჩილება მკურნალობას. თუმცა საზოგადოების ინფორმირებულობა მის სიტომებზე  მციერეა, რაც კანის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებას აფერხებს.

 

ტერმინი "კანის კიბო" გულისხმობს მდგომარეობის რამოდენიმე განსხვავებულ ფორმას - განსხვავებული სიმპტომატიკით, მკურნალობითა და სიმწვავით.

 

 

 

არამელანომური კანის კიბო  მელანომა

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა

კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული და ნაკლებად საშიში ფორმა       

კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმა

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

კანის კიბოს მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა

 

აქტინური კერატოზი

კანის კიბოს წინა მდგომარეობა

 

Merkel cell carcinoma

A rare and aggressive form of skin cancer.