Click here to select a country
or choose language for
INTERNATIONAL SITE
Go to International site
or choose
LOCATION AND LANGUAGE
ამისათვის თვეში სულ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ. ეს ძალიან ადვილია და ამით თქვენ შეძლებთ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებას.
გახსენით და იხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს კანის დათვალიერება , ასევე გთავაზობთ მხიარულ ვიდეოს "The Skin Check Tango" - კანის შემოწმება ტანგოს დახმარებით, რომელიც დაგეხმარებათ სხვისი კანის შემოწმებაში.
კანის დასათვალირებლად თქვენ დაგჭირდებათ ადგილი კარგი განათებით,სარკის წინ (სხეულის მთელ სიგრძეზე), ასევე დაგჭირდებათ პატარა სარკე, სკამი,სავარცხელი, ციფრული ფოტოაპარატი ან კალამი და ქაღალდი, ნებისმიერი ცვლილების დასაფიქსირებლად.
გახსოვდეთ, კანის კიბოს ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა უფრო კარგად შეიგრძნოთ ვიდრე დაინახოთ, ნუ ენდობით მხოლოდ თქვენს თვალს, ამიტომ ხელითაც შეიმოწმეთ მთელი სხეული.
To watch this video you need to accept third-party cookies (Marketing).
If you cannot view the video, please click here
დაათვალიერეთ თქვენი სახე, ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა- უკანაზედაპირები. (გამოიყენეთ სარკე).
შეიმოწმეთ სკალპი სავარცხლის დახმარებით, გადავარცხნილი თმის ზოლების გასწვრივ.
შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა და შიდა ზედაპირები, აგრეთვე თითებსშორის არეები.
ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდზე და სხეულის ზედა ნაწილზე.
ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების ქვეშ დაფარული არეებიც.
დადექით ზურგით სარკესთან სხეულის მთელ სიგრძეზე და გამოიყენეთ პატარა სარკე ზურგის, მხრების, კისრის უკანა-ქვედა ზედაპირის დასათვალიერებლად.
დაათვალიერეთ დუნდულები, ფეხების უკანა ზედაპირები ქუსლების ჩათვლით.
დაამთავრეთ დათვალიერება ქუსლების და ტერფების თითებშორის არეების შემოწმებით.