იფიქრე თუ რა უნდა კითხოთ ექიმს
მნიშვნელოვანია რომ ექიმთან ვიზიტისას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ; რაც მეტად იქნებით ინფორმირებული თქვენი მდგომარეობის შესახებ, მით უკეთ შეძლებთ მის გაკონტროლებას.ექიმთან ვიზიტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კითხვები:
- რა დიაგნოზი გაქვთ და რა არის მისი შედეგი/ გამოსავალი?
- საჭიროა თუ არა მკურნალობა, რა არჩევანი არსებობს?
- მკურნალობის რომელ მეთოდს უწევენ რეკომენდაციას და რატომ?
- წარმატებული მკურნალობის რა შანსი არსებობს?
- წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში, რეციდივის რა ალბათობაა?
- რამდენად ხშირად უნდა მოხდეს შემოწმება?
- რა ტიპის მეთვალყურეობაა საჭირო?
- საჭიროა თუ არა ცხოვრების წესის შეცვლა, თუ კი,როგორ?
- რა სახის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არის ხელმისაწვდომი?
გახსოვდეთ, ყოველთვის შესაძლებელია სთხოვოთ ექიმს გაიმეოროს ან გაგინმარტოთ ნებისმიერი რამ, რაც გაუგებარია თქვენვის, რათა უკეთ გაერკვეთთქვენს მდგომარეობაში, ასევე შეგიძლიათ თან გამოგყვეთ ოჯახის წევრი, ან მეგობარი.
