ხალები

Select another type of benign lesion:

ხალები (სამეცნიერო ტერმინოლოგიით ნევუსი) ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით.

 

ნევუსი

 

ნევუსი შესაძლოა იყოს ბრტყელი ფორმის ან კანიდან წამოწეული, განსხვავებული ფერის, ვარდისფერიდან, მუქი ყავისფერიდან შავ ფერამდე, ზომით რამდენიმე მმ-დან რამდენიმე სმ-მდე. იშვიათია ახალი ხალის წარმოქმნა 50 წლის ზევით.

 

ნევუსების უმრავლესობა უმტკივნეულოა, თუმცა ზოვიერთი ტიპი საჭიროებს მონიტორინგს, რადგანაც მელანომების 30% პროცენტი სწორედ ხალისგან ვითარდება.

 

atypical neavus 80

 

ატიპური ნევუსი

 

ატიპიური ან დისპლასტიური ნევუსი არი ხალი, რომელიც ვიზუალურად განსხვავდება სხვებისაგან.  მელანომასთან  მსგავსების გამო აუცილებელია მისი კონტროლი დერმატოლოგთან. მელანომის  ABCDE იდენტიფიკაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ როდისა არის ვიზიტი საჭირო დერმატოლოგთან.

 

  • ასიმეტრიულია ხალი?
  • აქვს არასწორი ან არათანაბარი კიდეები?
  • თუ იცვლის ფერს?
  • მისი დიამეტრი 6მმ.-ზე მეტია?
  • შეიცვალა ზომა, ფორმა, ან ფერი დროთა განმავლობაში

 

ადამიანებს მრავლობითი ატიპიური ნევუსით აქვთ მელანომის განვითარების დიდი რისკი. ასე რომ, მათი კანი საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს ექიმთნ.

 

Gallery

დერმალური ნევუსი

 

იგი შესაძლოა იყოს კანიდან მცირედ წამოწეული, ან საკმაოდ რელიეფური, თვალში საცემი წარმონაქმნი კანზე. მისი ფერი მერყეობს ვარდიფერიდან მუქყავისფრამდე. დერმალური ნევუსი კეთილთვისებიანი მელანოციტების კერაა,რომლისგანაც იშვიათად ვითარდება მელანომა.

 

Gallery