კანის კიბოს გამომწვევ მრავალ ფაქტორს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. რადიაციის გადაჭარბებული ზემოქმედება, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორი საერთოა კანის კიბოს ყველა ტიპისთვის.  

 

კანში პენეტრირებისა და დაზიანების საფრთხეს წარმოადგენს ულტრაიისფერი გამოსხივების ორი ძირითადი ტიპი. მზის სხივების დიდი დროით ზემოქმედება იწყებს კანის უჯრედში დნმ-ის დაზიანებას. უკეთეს შემთხვევაში  ეს იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების განვითარებას, ხოლო უარეს შემთხვევაში მივყვართ კანის ხანგრძლივ დაზიანებამდე, საბოლო ჯამში კი კანის კიბომდე.

 

მზის სხივების ლიმიტირებული ზემოქმედება  დადებითად მოქმედებს ჩვენს კანზე. UV-B სხივები ასტიმულირებენ ვიტამინ D3-ის წარმოქმნას, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმთელობისათვის - ზრდისთვის და ძვლების სიმაგრისთვის.ასე რომ, მცირე დოზით მზის სხივების მიღება წარმოადგენს ყოველდღიურად აუცილებლობას.

 

მაშინ როდესაც მზის გამოსხივების ზემოქმედება და შესაბამისად რუჯის მიღებაჩვენს გუნება- განწყობზე დადებითად მოქმედებს, ზიანმა რომელსაც მზე კანსა და სხეულს აყენებს, შესაძლოა გადაწონოს ჩვენი ხანმოკლე სიამოვნება.

 

ზიანი, რომელსაც მზე  აყენებს ჩვენს კანს მუდმივია, მაშინ როდესაც რუჯი ქრება,კანში ცვლილებები მაინც რჩება, მზის ყოველი მომდევნო ხანგრძლივი ზემოქმედება ზრდის  ისედაც უკვე დაზიანებულ-დასუსტებული კანის ადგილობრივი  იმუნურ სისტემისა და გენეტიკური მონაცემების დაზიანების რისკს.