კანის კიბოს ტიპები

არსებობს კანის დაზიანების ოთხი ტიპი,რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება როცა ვეძებთ კანის კიბოს.

 

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა

 

კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული  ფორმაა, თუმცა ამავდროულად ყველაზე ნაკლებ საშიში. როვორც წესი, იგი წარმოადგენს კანიდან წამოწეულ,კანის ფერის მქონე პრიალა, მარგალიტისებრი კიდეების მქონე წარმონაქმნს,ჭრილობას, რომელიც არ ხორცდება, ან გვაქვს მცირედ აქერცვლადი ზედაპირის მქონე წარმონაქმნი,  რომელიც დროში ნელა იზრდება . მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს კერის დაწყლულება და მისი ღრმად შეჭრა  ქსოვილებში.

 

აქტინური კერატოზი

 

დაზიანებული უბანი წარმოადგენს პრეკანცერს. 10-15%-ში შესაძლოა მისგან განვითარდეს  ბრტყელუჯრედოვანი კიბო, შესაბამისად მკურნალობა აუცილებელია პროცესის პროგრესირების პრევენციისთვის. იგი შედარებით ხშირად გვხვდება შუა და ხანშიშესული  ასაკის მქონე პირებში, სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან მზის სხივების ქვეშ: სახე,კისერი, ყურები, სკალპი და ხელის მტევნების დორზალური ზედაპირები. კანზე კერა წარმოდგენილია მოწითალო-მოყავისფრო უხეში, აქერცვლადი ზედაპირის მქონე ლაქების სახით.

 

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

 

გავრცელების მიხედვით იგი მეორე ადგილზეა კანის კარცინომებს შორის, რომელიც ვითარდება სხეულის იმ ნაწილებზე,სადაც უფრო ხშირია მზის ზემოქმედება, ასე მაგალითად სახე და სკალპი. ის წარმოადგენს ქერქოვან წარმონაქმნს, რომელიც ხასითდება სწრაფი ზრდით და შესაძლოა დაწყლულდეს და ზედაპირზე გაჩნდეს სისველე. ის განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება, თუ დაზიანება ლოკალიზებულია ტუჩზე, ყურზე, თითებზე ,ტერფზე, ასევე იმუნოდეფიციტურ პირებში. ასეთი სახის დაზიანებისთვის  მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობა.

 

მელანომა

 

იგი ყველაზე ნაკლებად გავრცელებული კანის კიბოს ფორმაა, თუმცა ყველაზე საშიშია. მელანომა შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი ასაკის პირში , განსხავავებით კანის კიბოს სხვა ფორმებისგან, რომლებიც გხვდებიან უფრო ხანდაზმულ ასაკში. ვიზუალურად იგი მრავალფეროვანია, შესაძლოა იყოს ლაქის სახით,რომელიც უფრო და უფრო მუქდება, ან იწყება მისი კიდეების არასწორი ზრდა, ფერის ცვალებადობა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ან წარმოადგენს სწრაფად მზარდ ვარდისფერ, ან წითელ წარმონაქმნს.მელანომა ხასითდება შინაგან ორგანოებნში გარცელებით და საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას.

 

ზემოთ მოყვანილი კანის  კიბოს ოთხი ძირითადიფორმის გარდა არსებობს სხვა, ნაკლებ საშიში კანის სიმსივნეებიც.there are otherდააკლიკეთ აქ მეტი ინფორმაციის მისაღებად.