აქტინური კერატოზი
Select another type of skin cancer:
აქტინური კერატოზი კანის დაზიანების საკმაოდ გავრცელებული ფორმაა.
აღწერილობა
აქტინური კერატოზი კანის ზედაპირული დაზიანებაა,რომელიც შესაძლოა განვითარდეს დამოიკიდებლად, ან რაიმე ლაქის არსებობის შედდეგად. ტიპიურად ის წარმოდგენილია მომცრო, მოწიათალო ან მოყავისფრო ლაქებით, ზოგჯერ აქერცვლადი ზედაპირით, ან გაუხეშებული რქისმაგვარი სტრუქტურით; შეხებისას ის უხეშია.
ლოკალიზაცია
აქტინური კერატოზი ვითარდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც მრავალი წლის მანძილზე ხდება მზის სხივებით ზემოქმედება – სახე, მკერდი, მტევნების დორზალური ზედაპირები, ყურები და სკალპი.
განვითარება
აქტინური კერატოზს განიხილავენ როვორც პრეკანცერს. იგი საჭიროებს მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარება.
ერთეული კერის არსებობის შემთხვევაში ხშირად მიმართავენ მოყინვის მეთოდს თხევადი აზოტით, რათა ანომალური უჯრედები განადგურდნენ. მრავლობითი კერის შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივი მკურნალობა კრემების საშუალებით, რომლებიც ან ასტიმულირებენ კანის ადგილობრივ (უჯრედულ)იმუნურ სისტემას, ხდიან სისმსივნურ უჯრედებს შუქისადმი სენსიტიურს, ან მისი მკურნალობა მოიცავ სქიმიოთერაპიულ საშუალებებს.