ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა

Select another type of skin cancer:

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის კიბოს ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა.

 

2
recognize icon

 

გამოვლინება

 

განასხვავებენ მის სხვადასხვა ფორმას.

კვანძოვანი ბაზალურუჯრედოვანი კარცონომა წარმოaდგენს კანიდან წამოწეულ პატარა ბორცვს,პრიალა ზედაპირით, რომლის ცენტრიც ხშირად ეროზირდება.

 

სხვა, უფრო ზედაპირული ბაზალურუჯრედოვანი კარცონომები წარმოდგენილია თხელი, ყავისფერი, ან წითელი დაზიანებული უბნით. ისინი შესაძლოა ხშირად აღქმული იყვნენ როგორც კანის ლაქა, აქტინური კერატოზი, ეგზემა, ან ფსორიაზი, რომელნიც არ ექვემდებარებიან დამატენიანებელ კრემებსა და ტოპიკურ სტერიოდებს.

 

პაციენტები ძირითადად ამჩნევენ ეროზირებულ კერას, რომელიც ვერ ხორცდება.

 

appear icon

 

ლოკალიზაცია

 

იგი ყველაზე ხშირად ვითარდება სხეულის იმ ნაწილზე სადაც ხშირია მზის სხივების ზემოქმედება; კვანძოვანი ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ხშირად გვხვდება სკალპზე, კისერზე, მაშინ როდესაც კანის კიბოს სხვა ტიპები უფრო ხშირიად ვითარდებიან კიდურებზე და ტორსზე.

 

evolution icon

 

განვითარება 

 

იგი ხშირად იზრდება პაციენტისთვის შეუმჩნევლად,ყოველგვარი  დისკომფორტის გარეშე. ის წარმოადგენს ნაკლებად საშიშ კანის კიბოს, მაგრამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა მოხდეს მისი ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ჩაზრდა;, რეკომედირებული მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას ან ადგილობრივ თერაპიას დაზიანებული კერის დესტრუქციით.

 

Gallery