მელანომის რისკ-ფაქტორები

ქვემოთ მოცემულია  მელანომის რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი:

 

  • მრავლობითი ჩვეულებრივი  ან/და კლინიკურად ატიპიური მელანოციტური ნევუსი
  • დიდი ზომის კონგენიტალური(თანდაყოლილი) მელანოციტური ნევუსი
  • მელანომის, ან არამელანომური კანის კიბოს ანამნეზი
  • დიდი რაოდენობით მელანოციტური ან ატიპიური ხალის ან /და მელანომის ოჯახური ანამნეზი
  • სერიოზული, მტკივნეული და ბუშტოვანი დამწვრობა, განსაკუთრებით მიღებული ბავშვობის ასაკში
  • ინტენსიური ინსოლაცია
  • რუჯის მიღების შეუძლებლობა ან კანის I და II ფოტოტიპი
  • წითური ან ღია ფერის თმა, თვალის ღია ფერი, ჭორფლის წარმოქმნისკენ მიდრეკილება
  • იმუნოსუპრესია
  • სოლარიუმის და ულტრაიისფდრის ნათურების გამოყენება
  • ჩატარებული ფოტოქიმიოთერპია (PUVA)  როგორც მკურნალობის მეთოდი
  • ასაკის მატება