ვინ არის რისკის ქვეშ?

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი. ყველაზე ხშირად იგი ვლინდება 50 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებში, რომელნიც იმყოფებოდნენ მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების ქვეშ. 

 

თქვენ გაქვს კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკი, თუ თქვენ:

 

 

  • გაქვთ ღია ფერის კანი და მიდრეკილი ხართ დამწვრობისაკენ
  • თუ თქვენ მიგიღიათ მზის დამწვრობა ბავშვობაში, ან  მოზრდილ ასაკში.
  • დიდ დროს ატარებთ მზეზე
  • სარგებლობთ სოლარიუმით
  • თუ გაქვს 50-ზე მეტი ხალი მთელს სხეულზე
  • გაქვთ კანის კიბოს ოჯახური ანამნეზი
  • ხართ 50 წელზე მეტის
  • გაქვთ გადანერგილი ორგანო

 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის კიდევ სპეციფიური რისკ ფაქტორები, რომლებიც მიმართული არიან კანის კიბოს ორ პრინციპულ ტიპზე:  მელანომა და არამელანოციტური კანის კიბო.

 

მიუხედავად იმისა,  განეკუთვნებით თუ არა თქვენ კანის კიბოს  მაღალი რისკის მქონე პირს,  მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზებისა და ნიშნების ცოდნა.გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ ახლა, ზემოქმედებას მოახდენს   თქვენს შემდგომ ცხოვრებაში განვითარებული რისკების პროფილზე. ყოველივე ამის გაცნობიერება აწმყოში დაგიცავთ თქვენ მომავალში ან დაგეხმარებათ გამოავლინოთ კანის კიბო თქვენთვის ახლობელ ადამიანებში.