იცოდეთ თქვენი კანის ტიპი
კანის ტიპი განისაზღვრება ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა თმის, თვალის და კანის ფერი, მზისადმი მგრძნოებელობის მიხედვით და სხვა.
კანი კლასიფიცირდება ოთხ ტიპად

ტიპი 1:
- ღია ფერის კანის, ჭორფლით
- ღია ან წითური თმები
- ლურჯი ან მწვანე ფერის თვალები
- კანი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა მზეზე ყოფნისას, იწვება მზეზე და ვერ იღებს რუჯს
- რუჯის მიღების მიზნით იყენებენ ავტორუჯს

ტიპი 2:
- ღია ფერის კანი, მაგრამ უფრო მუქი, ვიდრე პირველი ტიპი
- ქერა, მუქი ქერა თმის ფერი
- ლურჯი თვალები
- კანი მგრძნობიარეა მზეზე, ძნელად იღებს რუჯს და მიდრეკილია მზის დამწვრობისაკენ

ტიპი 3:
- უმნიშვნელოდ მუქი კანის ფერი
- მუქი ქერა ან წაბლისფერი თმის ფერი
- სხვადასხვა ფერის თვალები
- კანი მცირედ მგრძნობიარეა მზეზე, ადვილად და სწრაფად იღებს რუჯს, რომელიც მიყვება დიდხანს.

ტიპი 4:
- ღია ყავისფერი კანი
- მუქი წაბლისფერი ან შავი თმა
- მუქი ფერის თვალები
- კანი ჯანმრთელია, ადვილად და ღრმად იღებს რუჯს, რუჯი მიყვება დიდხანს.