ჩვილები და ბავშვები

სიცოცხლის პირველ წლებში და ბავშვობაში მიღებული ერთადერთი მზის დამწვრობაც კი ერთი ორად ზრდის ზრდასრულ ასაკში მელანომის განვითარების რისკს.

 

ბავშვებისთვის საუკეთესო გამოსავალია მზის სხივებისაგან მორიდება, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ბავშვი გამოიყვანეთ გარეთ დილით ადრე და გვიან საღამოს,როდესაც მზის სხივები ნაკლები სიძლიერისაა.

ბავშვებმა და ახალგაზრდებმა უნდა გამოიყენონ წყალგამძლე მზის დამცავი კრემები, არანაკლებ 30SPF მზის დაცვის სპექტრით, რომელებიცდაიცავს UVA დაUVB სხივებისაგან. თუ გარეთ მზეა, საჭიროა გრძელმკლავიანი პერანგის, ქუდის და ხარისხიანი მზის დამცავი სათვალის გამოყენება.

 

სასურველია ბავშვებს ადრეული ასაკიდან ჩავუნერგოთ მზის აგრესიული მოქმედებისაგან დაცვის უნარჩვევები. დავეხმაროთ მათ ამის ათვისებაში სპოკის წიგნის - ითამაშე და ისწავლე სპოკთან ერთად - მეშვეობით, ან ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული  თამაშები ინტერნეტიდან.

 

babies children

Jo Spots

Printable Games