რუჯი და სოლარიუმი

რუჯი

 

გარუჯვა -პროცესია, რომლის შემდეგაც კანი მუქდება. რუჯი მიღებული სანაპიროზე, სოლარიუმში ან დამატებითი დასხივება საზიანო და საშიშია კანისათვის.

 

რუჯი გამოწვეული მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ან სოლარიუმში ნათურების ზემოქმედების შედეგად საშიშია, კანის უჯრედებში დნმ-ის დაზიანებისდა გამო. UV რადიაციით დაგროვილ დაზიანებას მივყავართ როგორც კანის ადრეულ დაბერებამდე (ნაოჭების განვითარება, მოდუნებული კანი,ყავისფერი ლაქები), ასევე კანის კიბომდე.

ტყუილია, მითია

მართალია

რუჯი ჯანმრთელობაა

რუჯი ეს არის თქვენი კანის დაცვითი რეაქცია,დნმ-ის დაზიანების საწინააღმდეგოდ რადიაციულ გამოსხივებაზე

რუჯი გიცავთ მზისაგან 

მუქი რუჯი ღია კანს მცირედ იცავს, დაახლოებით - SPF4

ღრუბლიან ამინდში რუჯს ვერ მიიღებთ  

სხივების 80% აღწევს ღრუბლებში,ატმოსფეროს ნისლი კი ზრდის  UV რადიაციას

წყალში ყოფნისას რუჯს ვერ მიიღებთ

წყალი განაპირობებს მინიმალურ დაცვას UVრადიაციისგან, ანარეკლი წყლიდან კიდევ უფრო ზრდის UVრადიაციულ გამოსხივებას

UV რადიაცია ზამთრის პერიოდში არ არი საშიში

UV რადიაცია ზამთრის პერიოდში ზოგადად დაბალია,თუმცა თოვლიდან არეკლილ სხივებს შეუძლიათ გააორმაგონ ზემოქმედება,განსაკუთრებით სიმაღლეზე.

მზისდამცავი კრემები მიცავს, ამიტომ შემიძლია ხანგრძლივად რუჯის მიღება  

მზის დამცავი კრემები არ არის შექმნილი იმისათვის რომ გაზარდონ ინსოლაციის დრო, არამედ იმისათვის რომ გაზარდონ ჩვენი კანის დაცვა, როცა მზის ზემოქმედება გარდაუვალია. დაცვა,რომელსაც ისინი უზრუნველყოფენ,დამოკიდებულია მათსწორ მოხმარებაზე.

თუ რუჯის მიღებისას რეგულარულად შეისვენებთ მზის დამწვრობას არ მიიღებთ

დღის განმავლობაში ხდება UV რადიაციულ გამოსხივების კუმულაცია.

თუ თქვენ არ გრძნობთ მზის სხივების სითბოს არ მიიღებთ დამწვრობას                                                                                                                  

რუჯი მიიღება ულტრაიისფერი დასხივებით, რომელსაც ვერ გრძნობს ადამიანი.გადახურების დიდი ნაწილი გამოწვეულია უშუალოდ მზის ზემოქმედებით,ინფრაწითელი რადიაციით და არა UVრადიაციით.

სოლარიუმი

 

საერთოდ უნდა მოვერიდოთ სოლარიუმის გამოყენებას. ადამიანებს, რომელნიც იყენებენ შენობის შიდა სოლარიუმებს,74%-ით უფრო ხშირად უვითარდებათ მელანომა, ვიდრე მათ, რომლნიც საერთოდ არ იყენებენ მას. UV სხივებს შეუძლიათ ასევე გაანადგურონ კანის უჯრედების დნმ, რაც შეიძლება გახდეს კანის კიბოს განვითარების მიზეზი.

 

ზოგიერთ შემთხვევაში სოლარიუმი განიხილება როგორც რუჯის მიღების უსაფრთხო გზა. რეალურად მისი ზემოქმედება არ არის მზის ზემოქმედებაზე ნაკლები და კვლევებმა აჩვენეს, რომ მათ ჯანმრთელობისათვის სარგებელი არ მოაქვთ.

 

ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლები ცდილობენ მიიღონ კანონი სოლარიუმის გამოყენების წინააღმდეგ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება აკრძალულია 18 წლის ასაკამდე.