კანის კიბოს პრევენცია

კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე დაძლევადია სიმსივნურ დაავადებათა შორის;რადგანაც კანის კიბო ხილვადია, შესაძლებელია მისი ადრეული აღმოჩენა და  განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორის UV გამოსხივების ზემოქმედების მაქსიმალური შემცირება,  მზის სხივების მიმართ ქცევის შეცვლით.

 

დამცავი ტანსაცმლის ტარება, ზაფხულში მზის სხივებისგან თავის არიდება 11სთ-იდან -5სთ-ამდე შუალედში (როდესაც UV რადიაციის პიკია), ჩრდილში ყოფნა  და რეგულარულად მზის დამცავი კრემების გამოყენება  მნიშვნელოვნად დაგიცავ თმზის გამოსხივებისაგან.

ინდივიდებს ლურჯი თვალის ფერით, წითური და ღია ფერის თმებით, ღია ფერის კანით, ჭორფლით, აქვთ კანის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკი.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები, რადგანაც მზის დამწვრობა და მზის სხივებისა ხანგრძლივი ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს შემდგომ, ხანდაზმულობის პერიოდში.

 

პირველადი პროფილაქტიკა - ეს არის დაავადების განვითარების შეჩერება ძირითადად UVდასხივების ლიმიტირების ხარჯზე.

 

არსებობს - ინსოლაციის სხვადასხვა ტიპი:

 

  1. დამატებითი მზის დასხივების მიღება-- მზიან ამინდში გარე სამუშოას შესრულება

  2. გართობის მიზნით მზეზე ყოფნა - გასართობად, სპორტის გამო ღია ცის ქვეშ ყოფნა.

  3. პროფესიული ინსოლაცია-- დრო, როდესაც  სამსახურის გამო, ადამიანი დიდ დროს ატარებს მზეზე ( გლეხი, ფერმერი, მეთევზე, დაცვის სამსახურისა და ფოსტის თანამშრომლები და სხვა) 

  4. მიზანმიმართული ინსოლაცია - დრო, როელსაც მიზნმიმართულად ატარებთ ღია ცის ქვეშ რუჯის მისაღებად

 

მეორადი პრევენცია მოიცავს კანის კიბოს ადრეულ აღმოჩენას, როდესაც შესაძლებელი მისი წარმატებით მკურნალობა. ეს გულისხმობს რეგულარულ თვითშემოწმებას (იცით რა თქვენი პირადი რისკ -ფაქტორები) და ექიმთან ვიზიტს.